„დავამკვიდროთ საახალწლო ტრადიციად და სანამ ერთი ბავშვს მაინც ჭირდება ოპერაცია და გადარჩენა, მანამდე ასე იყოს..“
სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი თბილისის მერიას და საზოგადოებას საახალწლოდ, ახალი ტრადიციის შემოღებას სთავაზობს:
„კახა კალაძეს, რომელიც აპირებს დახარჯოს ბიუჯეტის თანხები საახალწლო განათებებში, უთქვამს, აბა ის ჯობს, სიბნელით შევხვდეთო?
1) სიბნელეში არ შევხვდებით, თუ რაც ღამის განათებაა ამწუთას, იმას არ გამორთავ ჯინაზე.
2) ვიცი, რომ ეხმარები სხვებს, ვიცი, გაგიცია და კიდევ გასცემ და უფალი შეეწიოს შენს შვილებს!!
მაგრამ მთელი მსოფლო ერთი ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირსო..
უამრავი ბავშვია კიდევ საქართველოში, ვისაც მძიმე ავადმყოფობა ჭირს ! ოპერაცია ან მკურნალობა ჭირდება და არ აქვთ მშობლებს თანხა.
ხოდა, არ მეგულება ადამიანი რომ ჰკითხო – ეს 12 მილიონი საახალწლო ზიზილპიპილოებში დავხარჯოთ თუ ასეთი ბავშვები დავაფინანსოთო და განათება იყიდეო, გეტყვის.
საშობაოდ ერთ ინდაურს რომ იწყალებენ ამერიკაში და მინიმუმ, 350 მილიონს დაკლავენ, აი, ეს აქვთ საამაყო ტრადიციად.
ჩვენ ეს დავამკვიდროთ და სანამ ერთი ბავშვს მაინც ჭირდება ოპერაცია და გადარჩენა, მანამდე ასე იყოს.
ეს იქნება როგორც უმაღლესი სამოქალაქო სიქველე, ასევე უდიდესი მადლი უფლის და ადამიანობის წინაშე!!
არაა სირცხვილი, პირიქით საამაყოა და გასაცხადებელია!! დადე მერე იმ ბავშვების სია და ფოტოები, ვისაც დაეხმარებით და მჯერა მილიონი ადამიანი ამ ქვეყანაში საახალწლოდ ცალკე დალევს შენს და ვინც ამ საქმეში გვერდით გეყოლება იმათ სადღერგრძელოს.
მადლია !!
ციფრთან დაკავშირებით, არაა ქლათ მასეო და კაი ბატონო, არ ვარ ჯანჯალი. ჩაწერეთ რაც გინდათ ამით არსი არ იცვლება“ – წერს ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში.