თეგებით ძიება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება - ტიკარაძე

"Tia.ge"-ის ინფორმაციით, მთავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვას აწესებს. კერძოდ, 4 ნოემბრიდან შეიზღუდება სამარშრუტო ტაქსით და ავტობუსით გადაადგილება, ასევე გაჩერდება მეტრო.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპანიებს უკვე მიეწოდათ აღნიშნული ინფორმაცია, რათა მათ თანამშრომლების ტრანსპორტირება უზრუნველყონ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, კოვიდპანდემიის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

"დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე​​მ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა