თეგებით ძიება

ეპიდაფეთქებების გათვალისწინებით, ნიღბების აკრძალვა დემონსტრაციებზე არ შეიძლება - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემა “რეაქციაში“ აქციებზე სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში, მითუმეტეს ზამთარში, დაუშვებელია.“

“გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებებია და ამ დროს პირიქით. ამის აკრძალვა არაფრით შეიძლება“, – თქვა გამყრელიძემ.

ეს არ შეიძლება [ნიღბების აკრძალვა], მით უმეტეს ზამთარში. ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება იმიტომ, რომ ზამთარში ჩვენ ყოველთვის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებები გვაქვს.

რატომ მართა სინგაპურმა და იაპონიამ ყველაზე კარგად პანდემია – იმიტომ, რომ იქ ხალხი მიჩვეული იყო [ნიღბების ტარებას], სულ ატარებდნენ ზამთარში ნიღბებს.

ამიტომ, ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პარლამენტმა ორ დღეში ორი მოსმენით დაუჭირა მხარი საპროტესტო შეკრებებზე პიროტექნიკის, ნიღბებისა და ლაზერების აკრძალვას.

“ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების აკრძალვა ევროპული სტანდარტია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა