ამ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიებში 16 საჩივარია შესული
ამ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიებში 16 საჩივარია შესული. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, საჩივრების შეტანის ვადა ხვალ სრულდება.
„საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 16 საჩივარია შესული, თუმცა აღსანიშნავია რომ საჩივრების შეტანის ვადა სრულდება ხვალ. საოქლო საარჩევნო კომისიები ყველა საჩივარს კანონით გათვალისწინებულ ვადებში ანუ ორ დღიან ვადებში განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნების საბოლოო შედეგს დაადგენს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა, ხოლო კონსტიტუციის მიხედვით ახლადარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან მეათე დღეს“, - განაცხადა იოსელიანმა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში 21 ნოემბერს ჩატარდა.