"ეს ხალხი ვინც ქუჩაში დგას, შენი ხალხია, შენ ვალდებული ხარ მათ გონორით არ ელაპარაკო" - ხატია სიჭინავას მიმართვა კახა კალაძეს
ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, ბოლო დროს მმართველ გუნდს აქტიურად აკრიტიკებს. ხატიამ “ტვ პირველის” ეთერში თბილისის მერს კახა კალაძესაც მიმართა.
“მე ვარ ერთ-ერთი ვინც აირჩია კახი კალაძე. მინდა მივმართო მას, კახი ეს ხალხი ვინც ქუჩაში დგას, შენი ხალხია, თბილისელებია. შენ ამ ქალაქის მერი ხარ და ვალდებული ხარ გონორით არ ელაპარაკო. უნდა გამოხვიდე და კითხო, რით დაგეხმაროთ ხალხო? გავა ეს ორი წელიც, იქნება მერის არჩევნები. ამ ქალაქში უნდა იცხოვროთ და ხალხს თვალებში უნდა შეხედოთ” – განაცხადა სიჭინავამ.
წყარო:newposts.ge