ბებიების 8 ტიპი - ნახეთ, თქვენ რომელი ხართ
ზოგადად, ბებია სითბოსთან, სიყვარულთან, მზრუნველობასთან, ნაქსოვ წინდებთან და ჩურჩხელებთან ასოცირდება, მაგრამ ბოლო დროს, როგორც ბევრი რამ, ვითარება ამ მიმართულებითაც შეიცვალა.
ვნახოთ, რა ტიპის ბებიები გვხვდებიან თანამედროვე ცხოვრებაში:
ხელსაქმის მოყვარული ბებია
ალბათ ყველას გვინახავს ბებიები, რომლებიც მზად არიან თვეების მანძილზე ქსოვონ და საყვარელი ოჯახის გარდერობის განახლებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. როგორც წესი, ბებიების მოქსოვილი სვიტერები, ქუდები, ხელთათმანები და წინდები ყველაზე თბილი და კომფორტულია.
მებრძოლი ბებია
ასეთ ბებიებთან ერთად ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ მისგან სარგებელიც ბევრია. როგორც წესი, ოჯახის წევრები სწორედ მას აგზავნიან „ფრონტის წინა ხაზზე“, როცა კონფლიქტურ მეზობელთან, სამთავრობო უწყებებთან და ბიუროკრატიასთან ბრძოლა სჭირდებათ. მებრძოლი ბებიები ჯერ ჩუმად აკვირდებიან, თუ როგორ არასწორად ზრდიან მშობლები მის შვილიშვილებს, შემდეგ კი ინიციატივას თავად იღებენ ხელში.
„ახალგაზრდა“ ბებია
„აბა, მე რა ბებია ვარ?“ - გაოცებული იკითხავს 70 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც უფროსკლასელი შვილიშვილები ჰყავს და მართალიც იქნება. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ალისფერი პომადა, შეღებილი თმა და ფრჩხილები - აბა, როგორი ბებიაა? ასეთი ბებო კითხვაზე - რამდენი წლის ხართ, პასუხობს, რომ ქალებს ამის შესახებ არ ეკითხებიან. მათ შვილიშვილების მოვლაზე მეტად მეგობრებთან ერთად, ყავის სმა ურჩევნიათ.
მშრომელი ბებია
„მე იმქვეყნად დავისვენებ" - ხელის ჩაქნევით იტყვის მშრომელი ბებია, რომელიც პენსიაზე გასვლის ნაცვლად, შაბათ-კვირასაც კი მუშაობს. მშრომელი ბებიებს შვილიშვილებთან ყოფნის დრო იშვიათად აქვთ, რადგან ოჯახის წევრებს მხოლოდ მკაცრად გაწერილი გრაფიკის მიხედვით ხედავენ და გამუდმებით სამსახურში იმყოფებიან.
დეტექტივი ბებია
ამ ქალბატონებმა მშვენივრად იციან სუფთა ჰაერის სარგებელი და მზად არიან ნებისმიერ ამინდში, მთელი დღე სადარბაზოსთან მდგარ სკამზე გაატარონ. მათ მშვენივრად იციან უბნის ყველა სიახლე და ჭორი. ასევე სიამოვნებით ატარებენ საკუთარ გამოძიებებს და უმცირეს დეტალებამდე იკვლევენ საკუთარი ოჯახის წევრთა ცხოვრების. რატომ არ იყო გუშინ ვახშამი? ვის ელაპარაკებოდით ტელეფონით? სად მიდიხარ შაბათ-კვირას? და რაც მთავარია, რომელი ფულით? კითხვებს ბოლო არ აქვს. არსებობს თეორია, რომელიც საზოგადოებისთვის ასეთი ბებიების არსებობის საჭიროებაზე მეტყველებს. ჭორების თანახმად, ის ადგილები, სადაც დეტექტივი ბებიების შტატებია განთავსებული, ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე სხვები..
ბებია - ლედი
უნაკლო გარდერობი, სისუფთავე, ლამაზი თმის ვარცხნილობა და აბრეშუმის შარფი - მოხუცი ლედი შორიდანვე ჩანს და ეს ცისფერი სისხლის დამსახურება არ გახლავთ. ხანგრძლივიცხოვრების მანძილზე ასეთ ქალებში მხოლოდ სილამაზისადმი ლტოლვა გაიზარდა. შვილიშვილებთან მეცადინეობის გარდა, ასეთ ბებიებს აქვთ მკაფიო გრაფიკი და შეუვალი გეგმები. თეატრის ბილეთებს სამი თვით ადრე ყიდულობს და მუზეუმის მუშაკებმა კარგად იციან მისი სახელი.
კლასიკური ბებია
ახალგაზრდა და გამოუცდელი დედისთვის ის ბრძენი მრჩეველია, რომელიც ყოველთვის მზად არის ბავშვთან იჯდეს. შვილიშვილებიც აღმერთებენ, რადგან მათთვის ყოველთვის აქვს საჩუქრები და ტკბილეული. კლასიკური ბებია შეუდარებელი კულინარია. მასთან ერთკვირიანი ცხოვრება საკმარისია, რომ წონაში რამდენიმე კილოგრამი მოიმატოთ, თუმცა მის თვალში ყოველთვის გამხდარი და მშიერი იქნებით.
მეაგარაკე ბებია
გარუჯული ხელები და გამჭოლი მზერა მაღაზიის თაროებზე დალაგებული ხილ-ბოსტნეულისკენ - ეს მეაგარაკე ბებიაა, რომელიც შორიდანვე ჩანს. ზაფხულში ის თავის აგარაკზე ფუსფუსებს, ხოლო ზამთარში ოთახის ყვავილებს უვლის და ბაზარში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს დაუღალავად ეძებს. მეაგარაკეს ოჯახის წევრების მიმართ თავისებური დამოკიდებულება აქვთ, რადგან მათში უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა, ჯანმრთელ ხელებს, რომლებსაც შეუძლიათ მიწის ბარვა, თოხნა და მოსავლის აღება. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მისი შვილები სამსახურს და მოუცლელობას იმიზეზებენ, რომ მეაგარაკე ბებიას მიწაზე მუშაობას თავი აარიდონ.