თეგებით ძიება
02. 12. 2020 მსოფლიო

47 წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი კორონავირუსით რამდენიმეწამიანი ინტერვალით გარდაიცვალა

წყვილი, რომელიც დაახლოებით 50 წელიწადი ქორწინებაში იმყოფებოდა, ახალი კორონავირუსის გამო რამდენიმეწამიანი ინტერვალით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ავრცელებენ.

78 წლის პატრიცია მაკუოთერსი და მისი 75 წლის ქმარი ლესლი 24 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალნენ.

„ისინი ყველაფერს ერთად აკეთებდნენ და არც არის გასაკვირი, რომ ღმერთს წინაშეც ერთად წარსდგნენ“, – ამბობენ ოჯახის წევრები.

პატრიცია მიჩიგანის შტატში, ჯექსონის ერთ–ერთ საავადმყოფოში მედდად მუშაობდა, ლესლი კი ომის ვეტერანი გახლდათ.

წყვილი 1973 წლის 16 აპრილს დაქორწინდა და ერთმანეთის გვერდით 47 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

მათი გარდაცვალების დროდ ერთი და იგივე საათი – 4:23 დასახელდა.

ჯოანას ქალიშვილმა მედიას განუცხადა: „ლამაზი ისტორიაა, რაღაც რომეოსა და ჯულიეტას მსგავსი. ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ სურდათ.“

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა