თეგებით ძიება

სი ძინპინი BRICS-ის სამიტის ფარგლებში რუსეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი BRICS-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოწვევით, 22-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით, სი ძინპინი დაესწრება BRICS-ის მე-16 სამიტს ყაზანში“, - იტყობინება რუსული მედია. 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტით მიმდინარე წლის 16 მაისს იმყოფებოდა.

2006 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა შექმნეს ჯგუფი „ბრიკი“, რომელსაც 2012 წელს სამხრეთ აფრიკაც შეუერთდა და სახელი „ბრიკსად“ გადაკეთდა.

მიზანი - მსოფლიოს ყველაზე დიდ განვითარებადი ქვეყნების გაერთიანება იყო, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მდიდარი სახელმწიფოების მხრიდან მომავალ გამოწვევებს უპასუხებდა. მოგვიანებით ჯგუფს ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდნენ.

„ბრიკსის“ ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს ახალი განვითარების ბანკიც, რომელიც გავითარებდი ქვეყნებისთვის გასცემს სესხებს.

„ბრიკსის“ ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობისთვის ძირითადად ამერიკულ დოლარს იყენებენ, ამიტომ ბრაზილიისა და რუსეთის პოლიტიკოსებმა წამოაყენეს წინადადება , რომ შექმნილიყო ბრიქსის ვალუტა, რათა შემცირებულიყო დოლარის დომინირება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა