სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის მოსახლეობა 8 მლნ-ით შემცირდა - გაერო
2024 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, უკრაინის მოსახლეობა 10 მლნ-ით შემცირდა, ხოლო 2022 წლის შემდეგ, ანუ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, უკრაინის მოსახლეობა 8 მლნ-ით შემცირდა. ამის შესახებ გაეროს მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
სხვა მიზეზებთან ერთად გაერო უკრაინიდან მოსახლეობის წასვლას და ომში დაღუპვას ასახელებს. გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 11 973 მშვიდობიანი პირი დაიღუპა. 6,7 მლნ ადამიანი საზღვარგარეთ ლტოლვილის სტატუსით აღმოჩნდა.
ომმა დემოგრაფიული პრობლემებიც გაამწვავა. უკრაინაში შობადობა შემცირდა - დღეს ერთ ქალს საშუალოდ ერთი შვილი ჰყავს. ეს არის ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და მსოფლიოში - ერთ-ერთი ყველზე დაბალი.
დემოგრაფიის ინსტიტუტის ცნობით, ორი წლის განმავლობაში უკრაინის მოსახლეობა 42-დან 35 მლნ-მდე შემცირდა. ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ევროპაში ჩასული უკრაინელების ადაპტაცია ხდება, რადგანაც თანამედროვე ევროპაშიც დემოგრაფიული სიტუაცია კარგ დონეზე არ არის, შესაბამისად უმეტეს ქვეყანაში ტარდება პოლიტიკა, რომლის მიზანი ევროპაში უკრაინელების დატოვებაა.