თეგებით ძიება
02. 12. 2020 მსოფლიო

28 წლიანი ტყვეობა- დედამ შვილი 1984 წელს სკოლიდან გამოიყვანა და სახლში პატიმრობაში ჰყავდა

შვედეთში სამართალდამცავებმა დააკავეს ქალი, რომელსაც 28 წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელში საკუთარი ვაჟი ტყვეობაში ჰყავდა. მას შემდეგ, რაც კვირას ბინაში შეიჭრა მათი ერთ-ერთი ნათესავი, აღმოაჩინეს 41 წლის მამაკაცი, რომელიც მის მშობელს დატყვევებული ჰყავდა- ადგილზე მედიკოსები იქნა გამოძახებული.

ექიმების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იყო ჯანმრთელობის მხრივ- იგი არასათანადოდ იკვებებოდა, ფეხზე აღენიშნებოდა ღრმა ჭრილობები და იარები, არ ჰქონდა აგრეთვე კბილები, უჭირდა სიარული და ლაპარაკიც. მამაკაცი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, თუმცა ექიმების თქმით, ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა.

სამართალდამცავთა თქმით, მამაკაცის დედა დაპატიმრებულია და მას ბრალად ადამიანის წამება წაუყენეს. მათი თქმით, მშობელს თავისი ვაჟი 1984 წლიდან ჰყავს დაპატიმრებული , როდესაც იგი 12 წლის ასაკიდან გამოიყვანა სკოლიდან და სახლში სახელდახელოდ მოუწყო საპატიმრო.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ნათესავი შეიჭრა აღნიშნულ საცხოვრებელში დააფიქსირა, რომ ბინა წლების განმავლობაში არ იყო დასუფთავებული- დამპალი საკვებისა და შარდის სუნი იგრძნობოდა ოთახებში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა