თეგებით ძიება
02. 12. 2020 მსოფლიო

შეიარაღებულმა პირებმა ბანკი გაძარცვეს და გაქცევის დროს მოქალაქეებისთვის ქუჩაში ათასობით კუპიურა გაფანტეს

ბრაზილიის ერთ-ერთ ქალაქში ცეცხლსასროლი შაშხანით შეიარაღებული ათეულობით პირი შეიჭრა ბანკის საცავში და რამდენიმე მილიონი დოლარი გაიტაცა. დამნაშავეებმა შენობიდან გამოსვლისას მარტივად გასაქცევად შემოსასვლელთან გაფანტეს ფულადი კუპიურები, რამაც ქუჩაში მყოფი მოქალაქეების ყურადღება მიიპყრო. აღნიშნული შემთხვევა მოხდა სანტა კატარინას შტატში, კრიკიუმაში.

ადგილობრივთა ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქუჩაში კონტროლი დააწესეს და გასასვლელები შეიარაღებულმა პირებმა გადაკეტეს. მოქალაქეთა მიერ გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს შავებში ჩაცმული კაპიშონიანი მამაკაცი, რომელიც გადაადგილდება ქუჩაში, რომელსაც ექვსი ადგილობრივი მძევლად ჰყავს აყვანილი.

პოლიციის თქმით, სროლასაც ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციის ოფიცერი დაიჭრა. საერთო ჯამში ბანკში თავდასხმასა და გარე პერიმეტრის დაცვაში ჩართული იყო 30 კრიმინალი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე 10 მანქანით გამოჩნდენ. შაშხანებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, რათა ხელი შეეშალათ პოლიციელებისთვის, მოეხდინათ სწრაფი რეაგირება.

გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვის ოპერაცია შუაღამით დაიწყო და 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიმინალებმა გამოსვლისას ქუჩებში ათასობით კუპიურა მიმოფანტეს, რითაც მიიპყრეს ადგილობრივთა ყურადღება და პოლიციას ეფექტურად მოქმედების საშუალება არ მისცეს.









წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა