თეგებით ძიება
03. 12. 2020 მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ\'ესტენი კორონავირუსით გარდაიცვალა.

მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთის 94 წლის ექსპრეზიდენტი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

სექტემბერში საფრანგეთის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში ფილტვების ინფექციით მოხვდა, თუმცა კლინიკა რამდენიმე დღეში დატოვა.

ვალერი ჟისკარ დ\'ესტენი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 1974-დან 1981 წლამდე იკავებდა. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა