თეგებით ძიება
03. 12. 2020 მსოფლიო

IMDb-მ წლის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავები დაასახელა

ყველაზე მსხვილმა კინოპორტალმა IMDb 2020 წლის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავების ათეული დაასახელა. რეიტინგი პორტალის 200 მილიონი მომხმარებლის საძიებო მოთხოვნების მიხედვით შეადგინეს.

პირველ ადგილს მასში ანა დე არმასი იკავებს, რომელიც „ბონდიანას“ ბოლო ფილმში „სიკვდილის დრო არ არის“ თამაშობს. მეორე ადგილზე ჯულია გარნერი სერიალიდან „ოზარკი“, მესამეზე კი ანია ჩალოტრა, რომელმაც სერიალ „მხედვარში“ ერთ-ერთ მთავარი როლი შეასრულა.

დანარჩენი ადგილები ათეულში ასე გადანაწილდა:

4. მილი ბობი ბრაუნი

5. ერინ მორიარტი

6. მარგო რობი

7. ეიდან გალაჰერი

8. ანია ტეილორ-ჯოი

9. ლინდა კარდელინი

10. ჰენრი კავილი


"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა