თეგებით ძიება
03. 12. 2020 მსოფლიო

ირანის ულტიმატუმი ევროპას: " თუ 2 თვის ვადაში ეკონომიკური სანქციები არ მოიხსნება, დავიწყებთ ურანის 20 %-მდე გამდიდრებას და გაეროს ინსპექტორებს შეეზღუდებათ ბირთვულ ობიექტებზე ვიზიტი"

ირანის საკანონმდებლო ორგანომ ოფიციალურად მიიღო დადგენილება, რომლითც გაეროს საინსპექციო სამუშაოების განხორციელების ნებართვა ჩამოერთმევათ ბირთვულ ობიექტებზე, რის ფონზეც ოფიციალური თეირანი დაიწყებს ურანის გამდიდრებას.

ახალი კანონპროექტი მოითხოვს მთავრობისგან მხარი დაუჭირონ ურანის გამდიდრებას 20%-ით. კანონმდებლებმა წამოაყენეს მოთხოვნა, რომ თუ ირანის მიმართ 2015 დამაზიანებელი სანქციები ევროპის მიერ არ გაუქმდება 2 თვის ვადაში, ისინი დაარღვევენ შეთანხმებას და სწრაფი ტემპით დაიწყებენ ურანის გამდიდრების პროგრამას. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებით ურანის წარმოების ზღვარად თეირანისთვის განისაზღვრა 3.67 %.

აღნიშული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი მოჰსენ ფახრიზადე იქნა მოკლული. გამოძიებით დაადგინეს, რომ აღნიშულ ოპერაციაში მოსადი და ებრაული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.

ახალი კანონპროექტის თნახმად, ირანის სამეურვეო საბჭომ ზემოხსენებული კანონპროექტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც ოფიციალური თეირანი 2 თვეს აძლევს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილე ევროპელ ხელმომწერ მხარეებს, რათა შეამსუბუქონ სანქციები ირანის ნავთობისა და ფინანსური სექტორის მიმართ, რომლებიც მას შემდეგ იქნა დაწესებული, რაც ამერიკამ დატოვა შეთანხმება 2018 წელს.

ოფიციალური თეირანი ულტიმატუმს უყენებს ატომური შეთანხმების ხელმომწერ ევროპის ქვეყნებს და აცხადებს, რომ თუ სანქციები დაწესებულ ე.წ დედლაინამდე - საბოლოო ვადამდე არ იქნება მოხსნილი, ირანი დაიწყებს ურანის 20 %-ით გამდიდრებას და ახალი , თანამედროვე ცენტრიფუგების დაყენებას, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად იქნება გამოყენებული ნატანზისა და ფორდაუს ბირთვულ ობიექტებზე. ირანი აგრეთვე შეზღუდავს გაეროს ინსპექტორთა ვიზიტებს ბირთვულ ობიექტებზე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დატოვა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში და მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა თეირანს.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა