თეგებით ძიება

ნათია თურნავა: მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობს, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც ამ რთულ ვითარებაში შეგვიძლია

მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობს, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც ამ რთულ ვითარებაში შეგვიძლია. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება და ადამიანები მალე დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, 300-ლარიანი დახმარება არაა საკმარისი. ეს არაა დიდი თანხა, მაგრამ ესაა ის, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავაკეთოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება და ადამიანები მალე დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. გარდა ამისა, ვაჭრობის სექტორი იმდენად აქტიურად ითხოვს გახსნას, რომ არ მგონია, ამ სამუშაო ადგილებს რამე დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს სამუშაო ადგილები აღდგება და სანამ შეზღუდვები მოქმედებს, ეს ადამიანები 300 ლარს მიიღებენ. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობს, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია“, - განაცხადა თურნავამ.

"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა