თეგებით ძიება

დაისვენებენ თუ არა სკოლები 29 აპრილს - პასუხი სამინისტროდან

29 აპრილს "ქართული ოცნება" მასშტაბურ აქციას გეგმავს და მხარდამჭერებს შეკრებისაკენ მოუწოდებს.

"ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას", - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაკი 29 აპრილი სამუშაო დღეს, ორშაბათს ემთხვევა და ბევრი მშობელი ვარაუდობს, რომ აქციაში მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომლებიც ჩაერთვებიან, ვებ-გვერდი მშობლები.გე გნათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, რომ გაერკვია ხომ არ იგეგმება აღნიშნული თარიღის დასვენების დღედ გამოცხადება. 

სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ ორშაბათს ყველა სკოლა და მასწავლებელი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და სასწავლო პროცესის გაუქმება ან გადადება არ იგეგმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა