თეგებით ძიება
03. 12. 2020 მსოფლიო

" საკვები პროდუქტის მისაღებად ცხოველთა დახოცვა მალე საჭირო აღარ იქნება"- სინგაპური გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ლაბორატორიაში გამოყვანილ ხორცს გაყიდიან

სინგაპური გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ლაბორატორიაში შექმნილი და ხელოვნურად გამოყვანილი ხორცის დამზადება, გაყიდვა და მოხმარება ოფიციალურად დაკანონდა. ამის შესახებ წერს CNN-ი. კულტივირებული ხორცის ნაჭრები ბიორეაქტორებში მიიღეს.

ე.წ ქათმის ლუკმების გაყიდვაზე, რომლებიც კულტივირებული ქათმის უჯრედებისგან კომპანია EAT JUST-მა შექმნა, სინგაპურის სურსათის სააგენტომ ოფიციალური ნებართვა. კომპანიის ხელმძღვანელთა თქმით, მომავალში ცხოველების დახოცვის გარეშე იქნება შესაძლებელი ხელოვნური ხორცის წარმოება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიორეაქტორში შექმნილ ხორცი მდიდარი იქნება ცილებითა და მინერალებით და ანალოგიური გემო ექნება როგორც ნამდვილ ხორცს, რომლის განსხვავებასაც ადამიანი ჭამის პროცესში ვერ იგრძნობს. თავდაპირველად „ქათმის ლუკმები“ მხოლოდ სინგაპურის რესტორნებში გაიყიდება. იგი უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე ნამდვილი ქათმის ხორცი- აღნიშნულ ფაქტს კი მწარმოებელი კომპანია მისი ინოვაციურობით ხსნის.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა