თეგებით ძიება
03. 12. 2020 მსოფლიო

რუსეთში პოლიციის უფროსი ქრთამის სახით ხინკლის აღების გამო გაასამართლეს

რუსეთის სიდიდით მესამე ქალაქში, ნოვოსიბირსკში, პოლიციის უფროსი გაასამართლეს იმის გამო, რომ იგი ქრთამის სახით არა ფულს, არამედ ცნობილ ქართულ კერძს, ხინკალს მიირთმევდა.

ალექსანდრ გრაშჩენკოვს ბრალად ედება კრიმინაული მფარველობა ადგილობრივი მეწამეებისათვის, რომლებიც სანაცვლოდ მას უფასო საკვებს სთავაზობდნენ. 2015-2018 წლებში გრაშჩენკომ 700 $-ის ღირებულების საჭმლის უფასოდ მიღების ფონზე „თვალი დახუჭა“ მეწარმეთა იჯარის გადასახადის დარღვევებზე.

პოლიციის ოფიცერი ადგილობრივ კაფეში მენიუში არსებული ცხელი კერძებიდან მუდმივად ირჩევდა ხინკალს და აგრეთვე კიტრის სალათს. ნოვოსიბირკის სასამართლომ 3 წლის ვადით აუკრძალა თანამდებობის დაკავება, ხოლო 4 წლით განესაზღვრა გამოსაცდელი ვადა. გრასჩენკოვი დანაშაულს აღიარებს. რუსული მედიის ინფორმაციით ქრთამის საერთო ღირებულებამ შეადგინა 700 $-ის ხინკალი.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა