თეგებით ძიება
04. 12. 2020 მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი საკუთარი კრემაციის შემდეგ სახლში უვნებლად დაბრუნდა

მამაკაცი თავისი კრემაციის შემდეგ სახლში უვნებლად დაბრუნდა. ამის შესახებ ინდური მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში აღნიშნულ ხანდაზმულ მამაკაცს კოვიდ 19-ის ვირუსი დაუდგინდა, რომლის შემდეგაც იგი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. კლინიკიდან ოჯახის წევრებს შეატყობინეს მამაკაცის დაღუპვის შესახებ.

ცხედარი საავადმყოფოს მორგში ინახებოდა. როგორც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში იუწყებიან, მამაკაცის გვამი ოჯახის წევრებსაც აჩვენეს, თუმცა იგი როგორც ჩანს, ვერ ამოიცნეს.

ჟურნალისტების თქმით, მამაკაცის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს, თუმცა ამავდროულად, რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოდან დაურეკეს ოჯახის წევრებს და განუცხადეს, რომ 75 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა და იგი გასაწერად მზად იყო.

ზემოხსენებული ამბის მთავარი თავსატეხი აღმოჩნდა ის, რომ ექიმებს გარდაცვლილი ადამიანი სხვა პაციენტში შეეშალათ, მომხდარს კი სპეც კომისია იკვლევს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა