თეგებით ძიება
04. 12. 2020 მსოფლიო

DAILYMAIL: "ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პრევენციის წესების დარღვევის გამო ადამიანი საჯაროდ დახვრიტეს"

ჩრდილოეთ კოერაში კორონავირუსის წესების დამრღვევი პირები სადამსჯელო ჯგუფებმა საჯაროდ დახვრიტეს- ამის შესახებ ინფორმაციას DAILYMAIL-ი ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით აქვეყნებს.

ჩინეთის საზღვრიდან კონტრაბანდული საქონლის გადმოტანაში მხილებული მამაკაცი 28 ნოემბერს დახვრიტეს, რათა ამ ფორმით დაეშინებინათ მოსახლეობა, რომლებიც მოისურვებდნენ მომავალში კოვიდ 19-ის გადაადგილების წესების დარღვევას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად აცხადებენ, რომ კოვიდ 19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, კიმ ჩენ ინის რეჟიმმა ქვეყნის მთელი მასშტაბით საგანგებო საკარანტინო ზომების მიღების შესახებ განაცხადა, რომლის ფონზეც სამხედროებს უბრძანეს ესროლათ ჩინეთის საზღვარზე კანონდამრღვევებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც საჯაროდ დახვრიტეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები დარღვევის გამო 50 წლის იყო და ხშირად გადადიოდა ჩინეთში, საიდანაც შემოჰქონდა კიდეც სავაჭრო საქონელი. მიმდინარე მდგომარეობის ფონზე ვაჭრობა ჩინეთსა და ჩრდილო კორეას შორის 75 %-ით შემცირდა.

როგორც ირკვევა, კიმ ჩენ ინის ბრძანებით აიკრძალა აგრეთვე თევზაობაც, რაც მისი აზრით, ხელს უწყობს კოვიდ 19-ის გავრცელებას.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა