თეგებით ძიება
07. 12. 2020 მსოფლიო

2020 წლის ბოლომდე ჩინეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 600 მილიონ დოზას დაამზადებენ

წამყვანმა ჩინურმა ვაქცინების მწარმოებელმა, SINOVAC-მა ორშაბათს განაცხადა, რომ კომპანიამ SINO Biopharmaceutical-ისგან $ 500 მილიონი ამერიკული დოლარის დაფინანსება მიიღო კოვიდ 19-ის ვაქცინის განვითარებისთვის, წარმოებისა და შესაძლებლობათა გაფართოებისთვის.

ზემოხსენებული ფარმაცეფტული კომპანიის ხელმძღვანელმბა აღნიშნა, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინის წარმოებაში მწარმოებელმა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია აზიასა და ლათინურ ამერიკაში მიმდინარე ცდებში.

„კორონავირუსის ვაქცინის დაფინანსება Sino Biopharmaceutical-ის მიერ შესაძლებლობას მოგვცემს ვაქცინის გაყიდვების შესაძლებლობათა გაფართოებასა და განვითარებას აზიის ქვეყნების ბაზრებზე, აგრეთვე გვექნება შესაძლებლობა განვავითაროთ და მივიღოთ ახალი ტექნოლოგიები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ჩვენი ძალისხმევა მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში“- აღნიშნა SINOVAC-ის ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა ვიედონგ ინ-მა.

ჩინურ კომპანიაში 2020 წლისთვის ვაქცინის საწარმოებელი მეორე ობიექტის დასრულებას ელოდებიან, რომლის შემდეგაც წლის ბოლოსთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის 600 მილიონი დოზის დამზადებას გეგმავენ. კომპანიის ხელმძღვანელთა თქმით, ბაზარზე მოთხოვნისა და დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში წარმოების მოცულობის გაზრდას ელოდებიან.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა