თეგებით ძიება
07. 12. 2020 მსოფლიო

ახალი ვირუსი თუ იდუმალი დაავადება?- ინდოეთში გონების დაკარგვითა და მძიმე სიმპტომებით 140-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს

ინდოეთში სამართალდამცავები, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობა იძიებენ და იკვლევენ ახალ დაავადებას, რომლის გავრცელების შედეგაც 140-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა. ანდრა პრადეშის შტატში დიდი რაოდენობით პაციენტები მიიყვანეს საავადმყოფოეში სხადასხვა სიმპტომებით- გულისრევით, გონების დაკარგვითა და თვალების წვით- ამის შესახებ BBC- სთან ინტერვიუში ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა.

მედიის განცხადებით, თითოეულ მათგანს ჩაუტარდა კოვიდ 19-ის ტესტი და ნეგატიური პასუხი დადგინდა.

„ადამიანებს, რომლებიც დაავადნენ, განსაკუთრებით კი ბავშვებს თვალის წვის ჩივილის შემდგომ დაეწყოთ პირღებინება. ზოგიერთ მათგანს დაეწყო ძლიერი შეტევები და დაფიქსირდა გულის წასვლის შემთხვევებიც“- განაცხადა ელურუს სახელმწიფო საავადმყოფოს სამედიცინო ოფიცერმა ინდურ მედიასთან ინტერვიუს დროს.

ანდრა პრადეშის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სისხლის ნიმუშები აღებულია და არ ვარაუდობენ ვირუსული ინფექციის გავრცელებას. მისი თქმით, დაავადების გამომწვევ მიზეზად გამოირიცხა წყლის ან ჰაერის დაბინძურება იმ ადგილებში, საიდანაც ზემოხსენებული პაციენტები საავადმყოფოში მოიყვანეს. „ეს ძალზე უცნაური და საიდუმლო დაავადებაა, რომელსაც მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზი გამოავლენს“- აღნიშნა ალა კალ კრიშნა სრინივასმა.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი კორონავირუსით მეორე ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ინფიცირების 9, 677 203 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 140 590 ფატალური აღმოჩნდა. ინფექცია კი 9 139 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა