ჩერგოლეიშვილი: ელისაშვილს პარლამენტში შესვლა ისე უნდა, ივანიშვილის მიგდებულ ნამცეცებზეც თანახმაა
პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს “ევროპული საქართველოს” მისამართით, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სoცაილურ ქსლში ეხმაურება:
“ალეკო ელისაშვილი საბოტაჟს უწოდებს ბოკერიას პარტიის ლეგიტიმურ სურვილს – ინფორმაცია მიაწოდონ ამომრჩეველს, ამომრჩევლისთვის უმნიშვნელოვანეს თემაზე – ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატზე.
ამომრჩევლის ინფორმირების სურვილი არის საბოტაჟი – ალეკო ელისაშვილისთვის.
ვის რაში სჭირდება კულუარული ინფორმაცია?
ელისაშვილის საჯარო განცხადებაც ხომ საკმარისია იმის მისახვედრად რომ
ამ კაცს დასამალი აქვს?
დასამალი კი ისაა, რომ პარლამენტში შესვლა ისე უნდა, ივანიშვილის მიგდებულ ნამცეცებზეც თანახმაა და გასაჯაროებას ერიდება.
ბოკერიას პარტია ამომრჩევლის ინტერესებზე ფიქრობს – ამომრჩევლის ინფორმირებაზე.
ალეკო ელისაშვილი – პარლამენტში შეძრომაზე”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ში.