"ამით გამოვხატოთ მედ-პერსონალის მხარდაჭერა, წინადადება შემომაქვს სასტუმროების მეპატრონეების საყურადღებოდ!"
საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე, სასტუმრო Living Roots Travel-ის მეპატრონე, ის თაბაგარი, სასტუმროების მეპატრონეებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, სამედიცინო პერსონალს უფასო დასვენების დღეები აჩუქონ
"წინადადება შემომაქვს სასტუმროების მეპატრონეების საყურადღებოდ! სამედიცინო პერსონალი რომ დავასვენოთ უფასოდ (მინიმუმ 2 ღამისთევა საუზმით ჩვენს სასტუმროებში). გარკვეული პერიოდულობით, თუნდაც გაზაფხულიდან მომდევნო წლის ბოლომდე. მედ-პერსონალის საშუალო და ქვედა რგოლისთვის განსაკუთრებით წამახალისებელი იქნება. ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ურთულეს ვითარებაში უწევთ მუშაობა. ამით გამოვხატოთ მხარდაჭერა", - წერს ია თაბაგარი.