და ვინ იყო ჩვენ ორს შორის ტუსაღი-საკითხავი აი ეს არის!
ჟურნალისტი ლალი მოლროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდს იხსენებს:
"ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ სასჯელაღსრულებაში მუშაობის დროს, კაბინეტში ვერასოდეს მნახავდით. პატიმრებს ვხვდებოდი, ვცდილობდი მათი ფსიქიკა Შემესწავლა, დავხმარებოდი გარე სამყაროს სწორ აღქმაში- ეს რესოციალიზაციის Ჩემებური ხედვა გახლდათ...
არასოდეს ვიკეთებდი პირბადეს Შიდსიანებთან და ჭლექიანებთან, მეტიც, ვითხოვდი წყალი თავისი ჭიქით მოეწოდებინათ... ამით, Ჩემს თავს უფრო ვეხმარებოდი.
რწმენას ვიძლიერებდი.
საათობით ვესაუბრებოდი უვადო პატიმრებს... ეს სულ სხვა სამყაროა...
ე.წ. "რეზბალნიცაზე" ერთი ასაკოვანი მამაკაცი იხდიდა სასჯელს.
რამდენჯერაც მივიდოდი,სათუთად შენახული შოკოლადით მიმასპინძლდებოდა, მერე იქვე ყავას მომიდუღებდა და მიყვებოდა საკუთარ ცხოვრებას...
არასოდეს არაფერი არ უთხოვია, არასოდეს უთქვამს, რომ უდანაშაულოა, არც ის უთქვამს,მეორე შანსი რომ ჰქონოდა, ცხოვრებას სხვაგვარად ააწყობდა, არადა ისიც კარგად ესმოდა, რომ სავარაუდოდ ისე წავიდოდა ამ ქვეყნიდან, რომ წესიერად მზის შუქსაც ვერ ნახავდა...
მინდოდა ამ პიროვნების გახსნა, რომ კარგად გამეგო კრიმინალური სამყაროს არსი, მაგრამ რაც უფრო სიღრმეებში შევდიოდი, უფრო გრძელდებოდა გვირაბი...
-თავისუფლება შენშია, მე აქაც Თავისუფალი ვარ, Შენ კი აქედან რომ გახვალ, ჯერ ათეულობით რკინის კარი უნდა Შეაღო, მერე ბადრაგი გაგჩხრიკავს, მერე ამ შუაღამისას დეპარტამენტში უნდა დაბრუნდე და პატაკი დაწერო რაზე მესაუბრე, მერე უფროსისგან მორიგი დავალებები მიიღო, მერე შუაღამისას პროდუქტებზე გაიარო, რომ ბავშვები დააპურო,მერე ხვალინდელი დღის გეგმა Ჩამოწერო და მერე ოთხად მოკეცილი ცივ ლოგინში Ჩაწვე, Შენნაირ ქალებს პირადი ცხოვრება არ ეწყობათ, მე ვერაფერს გამომაპარებ და ბოლოს რაც კი კარგი გაგიკეთებია, ამის გამო დაისჯები, ადამიანებს ყველაზე ძალიან უანგარობა აღიზიანებთ, ეს დისონანსში მოდის მათ ღორულ ბუნებასთან და არ გაპატიებენ...
არასოდეს თქვა სიმართლე, რომელიც ტყუილს გავს ბაბუ-აბა ახლა მიპასუხე, რომელია ტუსაღი, მე თუ Შენ?
გავიდა წლები... როდესაც გავიგე, რომ ის ადამიანი გარდაიცვალა, Ჩემთვის, ჩავილაპარაკე - მადლობა, მაესტრო...
ასეა, ეს!
მას მერე სულ ვცდილობ, თავის-უფლება ვეძებო, ამიტომ დიდად აღარაფერი მადარდებს, ჩემი ნირვანა ჩემშია...
არასოდეს გაჩერდეთ იქ, სადაც ფორიაქი, ჩხუბი და ქაოსია,
არასოდეს მოუსმინოთ მათ, ვინც კატეგორიული ტონით გესაუბრებათ...
არასოდეს Შეყვეთ ბრიყვს კამათში,
არასოდეს დათმოთ ის რაც ღმერთმა გაჩუქათ....
თავის-უფლების დათმობა-კრავთა დუმილია,
Შეზღუდვა-სულის მდგომერეობა", - წერს ლალი მოროშკინა.