თეგებით ძიება

კარტოგრაფების საქმეში ღარიბაშვილის გამოჩენა უდაოს ხდიდა ამბავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის სჭირდებოდათ ამ ადამიანების დაკავება - ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, კარტოგრაფების საქმესა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომ შესაძლოა ამ საქმეში გამოიკვეთოს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა.

ნადირაშვილის თქმით, ამ საქმეში ღარიბაშვილის მონაწილეობა თავიდანვე იყო უცნაური და უდაოს ხდიდა ამბავს, რომ დაკავებული ორი ადამიანი პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის სჭირდებოდათ.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ამგვარ განცხადებებს, შესაძლოა ნამდვილად მოჰყვეს დაკავებების სერია.

„თავდაცვის მინისტრის მონაწილეობა იმთავითვე იყო ძალიან უცნაური ამ კარტოგრაფების საქმეში, ჩვენ ვიცით, რომ მას მისივე განცხადებით რუსეთიდან მიაწოდეს ეს რუკები და თავიდანვე, ღარიბაშვილის აქ გამოჩენა უდაოს ხდიდა ამბავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის სჭირდებოდათ ამ ადამიანების დაკავება.

ეხლა ისინი ცდილობენ, რომ უფორ ღრმად შევიდნენ საკითხში და იპოვონ დამკვეთები, ესეც პოლიტიკური მასკარადის გაგრძელებაა და საერთოდ, თავისთავად, ღარიბაშვილის მოწოდებები გასაგებია, რომ ივანიშვილის პროკურატურისათვის ალბათ რაღაცას ნიშნავს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ერთ-ერთი ყველაზე კომიკური ადამიანია ამ პროცესში.

ღარიბაშვილის განცხადებას დაკავების სერია შეიძლება რათქმაუნდა მოჰყვეს, თავიდანვე ალბათ ამისთვის იყო გამიზნული ამ საქმის წამოწყება, რომ შემდეგ მაღალი პოლიტიკური პირები ჩაერიათ ამ საქმეში, მათ უკვე ჰყავთ ორი მძევალი, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად შორს წავლენ და დააკავებენ თუ არა უფრო მაღალი თანამდებობის პირებს.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა