თეგებით ძიება

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივეს - ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას არაეფექტურად მუშაობის გამო საყვედურობს

ზაზა გახელაძეს წინასწარი მატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივდა - ეს გადაწყვეტილება ციხინვალოს დეფაქტო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და ცხელი ხაზით ინფორმაცია გააცნეს. გახელაძეებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ მამაკაცის ბედი დღეს გაირკვეოდა. ისინი თვლიან, რომ კონკრეტული სამთავრობო უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტური არ არის.
ზაზა გახელაძე მიმდინარე წლის ივლისში, სხვილოს ციხესთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მას ამ ბრალდების გარდა, რუს ე.წ. მესაზღვრეებზე შეიარაღებულ თავდასხმასაც ედავებიან, იმ ფონზე რომ მამაკაცი ოკუპანტებმა ფეხში თავად დაჭრეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა