თეგებით ძიება

ამოწურა თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატმა თავი? - " ამ არხზე უარის თქმა არასწორია, ცალმხრივიც რომ იყოს, უნდა გამოვიყენოთ"

რა სარგებელი მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი? "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის კითხვას, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ უპასუხა.
გახარია ამბობს, რომ აღნიშნულ ფორმატზე უარის თქმა არასწორია:

"სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს, ეს ცოტა ისეთი საკითხია, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურია, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, ეს არხი სულაც ცალმხრივი რომ იყოს, ამ არხზე უარის თქმა, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი", - განაცხადა გახარიამ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა