თეგებით ძიება
24. 12. 2020 მსოფლიო

ტოპ 10 ყველაზე პატარა ადამიანი მსოფლიოში

ტანმორჩილი, შეზღუდული ზრდის (ჯუჯა ადამიანი) მქონე ადამიანები დაბლები არიან და ამის გამომწვევი რამდენი მიზეზი არსებობს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ისინი ჩვეულებრივები და ხშირად უფრო აქტიურები და მეგობრულები არიან, ვიდრე საზოგადოების „ჩვეულბრივი“ წევრები.

1.ჩანდრა ბაადურ დანგი 54,6 სმ.

ტოპ 10 ყველაზე პატარა ადამიანი მსოფლიოში

ის „პლანეტის ყველაზე პატარა ადამიანის" ტიტულის ოფიციალური მფლობელია, რასაც გინესის რეკორდების წიგნის სერთიფიკატიც ადასტურებს. მისი წონა მხოლოდ 12 კგ იყო. ჩანდრა ნეპალში დაიბადა და 73 წლის ასაკამდე სამშობლო არასოდეს დაუტოვებია, მაგრამ როდესაც ცნობილი გახდა, მსოფლიოში მოგზაურობა დაიწყო. 2015 წელს იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

2.ჯუნრი ბალუინგი 55,8 სმ.

ჯუნრი ბალუინგი ფილიპინებში დაიბადა. მას კიდევ 3 და-ძმა ჰყავს და ყველა მათგანი ნორმალური სიმაღლისაა. დაბადების შემდეგ, ჯუნრი რამდენიმე თვის განმავლობაში იზრდებოდა, მაგრამ შემდეგ ზრდა მოულოდნელად შეწყვიტა. თავიდან ექიმებმა ჩათვალეს, რომ ეს დროებითი პრობლემა იყო, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბავშვმა ზრდა საბოლოოდ შეწყვიტა და დღეს ის მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანია.

3.გულ მუჰამედი 57 სმ.

გულ მუჰამედი ნიუ – დელიში, 1957 წელს დაიბადა და 40 წლის ასაკში, ჯანმრთელობის პრობლემებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების შედეგად გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

4.პაულინა მუსტერსი 61 სმ.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე პატარა ქალი ნიდერლანდელი პაულინა მუსტერსი იყო. ის 1876 წელს დაიბადა და თავიდანვე ნამცეცა იყო - 30 სმ სიგრძე და 1 კგ წონა. გოგონა სიმაღლეში ზუსტად ორჯერ მეტი გახდა და ზრდა შეაჩერა. პაულინა იყო ნიჭიერი აკრობატი და მოცეკვავე. მან ფსევდონიმით "პრინცესა პაულინი" და "ლედი პოინტი" მსოფლიო მოიარა. პაულინა 19 წლის ასაკში ფილტვების ანთებით და მენინგიტით გარდაიცვალა.

5.ლუჩია ზარატე 61 სმ.

ლუჩია სიდაბლის გარდა, სიგამხდრითაც გამოირჩეოდა. მისი წონა 2,1 კგ-ს შეადგენდა, რის გამოც გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. სამწუხაროდ, დიდხანს ვერც ლუჩიამ იცოცხლა. 1890 წელს მატარებელი, რომლითაც ლუჩია მგზავრობდა, თოვლში ჩარჩა და 25 წლის გოგონა ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.

6.ჯიოტი ამჯი 62,8 სმ

ეს მინიატურული ინდოელი ქალი ამჟამად, პლანეტის ყველაზე პატარა ქალად ითვლება. იგი ბევრს მოგზაურობს და ფილმებში თამაშობს. „საშინელებათაამერიკულ ისტორიაში“ გადაღების შემდეგ ჯიოტი მსოფლიომ გაიცნო. ამჟამად გოგონა ბოლივუდის ვარსკვლავობაზე და „ოსკარის“ მირებაზე ოცნებობს. ფოტოზე ის ქმართან ერთადაა გადაღებული.
7.მეჯ ბესტერი 65 სმ.

მეჯს პატარა ტანის გარდა, იგი მეტისმეტად მყიფე ძვლები ჰქონდა, ამიტომ მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლში გაატარა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, მეჯი აქტიურად იბრძოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის. ქალი 2018 წელს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

8.სტეისი ჰერალდი 66 სმ

სტეისი ყოველთვის მეუღლეზე და სრულფასოვან ოჯახზე ოცნებობდა. ის ჩვეულებრივი სიმაღლის მამაკაცზე დაქორწინდა და 3 შვილი გააჩინა. 2 ბიჭი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდება, ხოლო გოგონამ დედის იშვიათი დაავადება მემკვიდრეობით მიიღო და სიმაღლით შესამჩნევად ჩამორჩება თანატოლებს.

9. ჰაგენდრა თაპა მაგარი 67 სმ.

კიდევ ერთი ნეპალელი, მეტსახელად „პატარა ბუდა" 1992 წელს დაიბადა. ახლა ის 5 კგ-ზე მეტს იწონის. მისი ტანმორჩილობა ჰორმონალურმა დარღვევებმა გამოიწვია და არა ძვლის დაავადებამ, როგორც ხდება ხოლმე. იგივე მიზეზის გამო ჰაგენდრას გონებრივი შესაძლებლობებიც დაქვეითებულია - ზრდასრულ ასაკში ის ბავშვივით მსჯელობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ მამას ხილის მაღაზიაში დაეხმაროს და ცეკვაზე იაროს.

10.ბრიჯიტ ჯორდანი 69 სმ

ის არის ყველაზე პატარა ქალია ამერიკაში, თუმცა ძალიან აქტიურია - ცეკვაზე დადის და კალათბურთის გუნდის დამხმარე ჯგუფის წევრია.
დეა ბოლოს, არც ერთი ჯუჯა არ მიიჩნევს თავის მდგომარეობას დაავადებად. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სიცოცხლით დატკბნენ და ამ დიდ სამყაროშ მაქსიმალურად სასარგებლონი იყვნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა