თეგებით ძიება

რა ქონებას ფლობს იუსტიციის ახალი მინისტრი

იუსტიციის ახალ მინისტრს, გოჩა ლორთქიფანიძეს მეუღლე და 2 შვილი – 20 წლის ილია და 16 წლის თეკლა ლორთქიფანიძეები ჰყავს.

2020 წლის 24 დეკემბერს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მეუღლის, ნინო ბერაიას სახელზე ხობის რაიონი, სოფელი პატარა ფოთში, 727 კვ.მ, ლანჩხუთის რაიონის, სოფელი გრიგოლეთში, 300 კვ.მ და ხობის რაიონში, სოფელ პატარა ფოთში, 2401 კვ.მ მიწის ნაკვეთები ისახება.

ხოლო ლორთქიფანიძის მფლობელობაშია თბილისში, კოსტავაზე 5, 150,81 კვ.მ ფართობის ბინა, რომლის ღირებულება 125 000 ამერიკული დოლარია.

20 დეკემბრის მონაცემებით, გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიშზე სულ 7096,77 ლარია.

ხოლო მისი მეუღლის ნინო ბერაიას “თიბისი ბანკის“ დაგროვებით ანაბარზე 5657,26 ამერიკული დოლარი ირიცხება.

სხვადასხვა თანამდებობებზე ყოფნისას ლორთქიფანიძეს 78 027-ზე მეტი რაოდენობის კონპენსაცია აქვს მიღებული.

რაც შეეხება ვალდებულებებს, ლორთქიფანიძეს 2014 წელს აღებული აქვს 130 ათასი ლარის ოდენობით სესხი, რომელიც 2024 წლამდე უნდა დაიფაროს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფარული აქვს 21 ათას ლარზე მეტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა