თეგებით ძიება

„სწრაფი ტესტით“ რომ გაგისტუმრებთ პოლიტიკიდან, მერე მიხვდებით, რომ ასე არ უნდა ისაუბროთ – ჩარკვიანი კობახიძეს

„სწრაფი ტესტით“ რომ გაგისტუმრებთ პოლიტიკიდან , მერე მიხვდებით, რომ ასე არ უნდა ისაუბროთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კანონი და სამართლის დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი წერს. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ირაკლი კობახიძევ “კონსტი-ტუტუცო-ნალისტო”! “სწრაფი ტესტით” რომ გაგისტუმრებთ პოლიტიკიდან , მერე მიხვდებით, რომ ასე არ უნდა ისაუბროთ.

რუსულ კორუფციაში ჩაძირულო “ქართულო ოცნებავ”, აი ეს “კონსტიტუტუციონალისტი “, რომ ვერ და არ მოაცილეთ ქართულ პოლიტიკას, აი მხოლოდ ამიტომ ხართ მასთან ერთად ფსკერზე.

ახლად გარდაცვლილი თქვენ არ იცით, სოციალურად დაუცველი და შიმშილით შეწუხებული და დაავადებული, თქვენი ამტანი და გამჩერებელი ხალხი თქვენნაირია, ამიტომ ვარ იმედით, რადგან “თქვენი ამტანი, უღელდადგმული, მხრებდაზნექილი “ საქართველო არ მეგულება!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოპოზიცია პარლამენტში დააკლდებათ“, მისმა ამ განცხადებამ კი ოპოზიციონერი ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია.


წყარო:primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა