თეგებით ძიება

ახლა ვიცი, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, "განსაკუთრებული მადლობა" ჯანდაცვის მინისტრს და სოცსააგენტოს დირექტორს - კოვიდდადებითი სოცაგენტი

სოციალური სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი, გია მიჩიტაშვილი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ჯანდაცვის მინისტრსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს "მადლობას უხდის" თანამშრომლების მიმართ გამოჩენილი ზრუნვისთვის.

"ჩემო ძვირფასებო!
მინდა "განსაკუთრებული მადლობა" გადავუხადო მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს, გიორგი წოწკოლაურს, მასზედ, რომ დღენიადაგ ზრუნავენ სოციალური აგენტების ყოველდღიურობაზე, ჯანმრთელობასა და შრომის ანაზღაურებაზე.

ამ პატივცემულებმა, იმის ნაცვლად, რომ ამ მძიმე კოვიდპანდემიის პირობებში სოციალური აგენტები გაეჩერებინათ და არ ევლოთ მისამართებზე, თავისი და სხვა ოჯახები დაეცვათ კოვიდინფექციის გავრცელებისგან, შემოგვითვალეს რომ ის ფიქსირებული ხელფასიც კი (200 ლარი) არ ჩაგვერიცხებოდა, თუ არ გვექნებოდა ოჯახებში შესრულებული სამუშაო ერთეულები.

ამ უტრანსპორტობის პერიოდში, მე ისევე როგორც სხვა აგენტებმა კილომეტრობით მანძილზე ვიარეთ ოჯახებში.

ყველამ სავარაუდოდ ცოტა მისამართი გავაკეთეთ. შესაბამისად სადღაც 100 ლარი გამოვიმუშავეთ. მე ჩამერიცხა 280 ლარი.

ახლა კი მთავარი. ორი დღე მქონდა დაბალი სიცხე და ჩავიტარე ტესტი, რომელმაც დამიდგინა რომ ვარ კოვიდდადებითი. ვარ რისკჯგუფში შაქრიანი დიაბეტით და გულის ქრონიკული უკმარისობით. კოვიდინფექცია შევიტანე ჩემს ოჯახში, სადაც ცხოვრობენ 89 წლის მოხუცი მამა, მეუღლე და ახლადშეუღლებული ვაჟი და რძალი.

"დიდი მადლობა" კიდევ ერთხელ, რომ ასე ზრუნავთ სოციალურად დაუცველებზე და ამაყობთ მიღწევებით, მაგრამ ამ საქმის მთავარმა შემოქმედებმა რა დაგიშავეთ. რატომ გვიმეტებთ და ასეთ დღეში გვაგდებთ.

ახლა ვიცი, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაგრამ თქვენ, პატივცემულო გვამებო ეს სულ არ გადარდებთ. იცოდეთ, რომ გულით მოგიხსენიებთ. ახლა მაინც გაუფრთხილდით იმ ადამიანებს, ვის კისერზეც დაგას სოციალური მომსახურების სააგენტო და ვისი დამსახურებითაც იღებთ ხელფასებს. დანარჩენს ჯერ გულში ვამბობ!!!!", - წერს სოციალურ აგენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა