\'\'24 საათი ფიქრობენ, როგორ ავნონ ქვეყანას\'\' - ირაკლი ლატარია ოპოზიციაზე
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ოპოზიციონერებს ხვდა წილად საქართველოს პარლამენტის წევრობა, მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვაში, მაგრამ ამის სანაცვლოდ 24 საათი იმას ფიქრობენ, როგორ ავნონ ქვეყანას.
ირაკლი ლატარია აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ისტორიაში \'\'საბოტაჟნიკების\'\' სახელით შევლენ.
\'\'ყველა ნორმალური ადამიანის ოცნებაა, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი სამშობლოს/ქვეყნის განვითარებაში და რაიმე წვლილი შეიტანონ. ეს ხომ ასეა?
ოპოზიციონრებს ხვდა წილად საქართველოს პარლამენტის წევრობისა, შეუძლიათ მიიღონ ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა, დადგნენ ხალხის მხარეს და ებრძოლონ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა - პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, მიიღონ მონაწილეობა საგარეო კურსის შენარჩუნებაში და ა.შ და რას აკეთებენ ამის სანაცვლოდ?
24 საათი ფიქრობენ როგორ ავნონ ქვეყანას, აგზავნიან წერილებს ევროპაში, რომ თურმე ჩვენ არ გვეკუთვნის ევროკავშირის წევრობა, რომ თურმე საქართველოს არ ეკუთვნის განვითარების ახალი გეგმები, არც თანხის გამოყოფა და ზოგადად, ქართველები უნდა ამოწყდნენო!!!
ხოდა რა მინდა იცით გითხრათ ჩემო ოპოებო?
ისტორია იწერება და ზუსტად ვიცი, რომ თქვენ შეხვალთ ისტორიაში როგორ საბოტაჟნიკები და არა ისე, როგორც პარლამენტის წევრები.
ჩემი, დაიმახსოვრეთ!\'\', - წერს ირაკლი ლატარია.