გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი 2021 წლის საუკეთესო წყვილად დაასახელეს
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი საზოგადოებაში, როგორც წყვილი, სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ. საზოგადოება მათ ერთად ყოფნას ძალიან პოზიტიურად შეხვდა და ისინი უამრავ მილოცვას იღებენ.
მილოცვებს შორის, მარიტა და გიორგი 2021 წლის საუკეთესო წყვილად დაასახელეს, რასაც მარიტა და გიორგი სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ.
"2021 წლის საუკეთესო წყვილი ხართ", "2020 წლის საუკეთესო წყვილი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი და ახლა უკვე 2021-ის გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი. უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ", - სწერენ წყვილს "ინსტაგრამზე".
აღნიშნულ შეფასებას მარიტა პასუხობს: "უღრმესი მადლობა ყველას! ვერ აღვწერ, თუ რამდენი წერილი მოდის. ყველა სიტყვაში სითბოს და სიყვარულს ვგრძნობთ. ჩვენც ძალიან გვიყვარხართ".