თეგებით ძიება

"დაახვიეთ და ერთმანეთს გადაარტყით ეგ თქვენი ზემოდან მოცემული კანონები...ამ ბრძოლის ველზე მის გვერდით დავდგები" - სიჭინავა

გაშლილი დიდი სუფრა, ფანდური და ღრეობა - ვაკის ეკლესიის სატრაპეზოში გუშინ შობის დღესასწაული რეგულაციების დარღვევით აღნიშნეს. ვიდეო ტელეკომპანია „პირველმა“ გამოაქვეყნა.

ამ ამბავს გამოეხმაურა, ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა და აღნიშნა, რომ უსამართლო ომში, ვაკის ეკლესიის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას გვერდით იბრძოლებს.

„უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება ვაკის ეკლესიაზე თავდასხმა!

შობას ყველა ეკლესიაში იყო შეკრებილი.... მიხვდით უკვე, რომ ადამიანებს ვერ დააცალცალკევებთ და ვერ ჭრის შეშინება გათითოკაცებისთვის!

დაახვიეთ და ერთმანეთს გადაარტყით ეგ თქვენი ზემოდან მოცემული კანონები!

სულ არ ვარ მამა შალვას მრევლი, მაგრამ თუ დავჭირდები, მის გვერდით დავდგები ასეთი ვერაგი ბრძოლის ველზე!“- წერს ხატია სიჭინავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა