არც სახელი ვიცი, არც წარმომავლობა, დამეხმარეთ - თამუნა მუსერიძე დედას ეძებს
ყოფილი ტელე-რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე, დედას ეძებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
"ეს არის ფოტოშოპით გაკეთებული ფოტო იმ ქალბატონის, რომელსაც ვეძებ. კიდევ ერთხელ დავწერ, იქნებ ისტორია გეცნობათ.
"ვეძებ ქალბატონს, რომელმაც იმშობიარა 1984 წლის (სავარაუდოდ) შემოდგომაზე, (სავარაუდოდ) მეორე სამშობიაროში. ბავშვი ან საკუთარი ნებით გააშვილა, ან უთხრეს რომ გარდაიცვალა და გაუშვილეს. არც სახელი ვიცი, არც გვარი, არც წარმომავლობა. ეს ფოტო არ ასახავ 100 პროცენტიან რეალობას და არ ნიშნავს იმას, რომ ეხლა ეს ქალბატონი ნამდვილად ასე გამოიყურება. მაგრამ თუ გეცნობათ, ან ვინმეს ამსგავსებთ გამომეხმაურეთ. მადლობა ყველას დახმარებისთვის", - წერს თამუნა მუსერიძე.
"ეს ახალგაზრდობის ნახატია. დაახლოებით ასეთი იყო. მხატვარს დავახატინე გადმოცემით რაც ვიცოდი", - განაცხადა თამუნამ TIA.GE-სთან.