ავადმყოფური იდეები ვისაც გკლავთ, რომ დედ-მამა მოვიხსენიოთ მშობელი1 და მშობელი2, მორალურად დეგრადირებულები ხართ - ოთარ ჩრდილელი
ყოფილი პარლამენტარი, ოთარ ჩრდილელი, გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსის” წერილს ეხმაურება:
“ამერიკა - სამწუხაროდ ეს ქვეყანა, ნეო-ლიბერალიზმის ჭაობში ნებსით თუ უნებლიეთ იძირება:
პრეზიდენტ ტრამპის დაუძინებელმა მტერმა წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელმა ნენსი პელოსიმ წინადადება შემოიტანა, რომ:
შეიქმნას კომიტეტი სადაც ყველა გენდერულ იდენტობას სცემენ პატივს, შეიცვლება ოჯახის წევრებისადმი მიმართვის ფორმაც მამაკაცი, ქალი, გოგო, ბიჭი, ბიძა, დეიდა-იწოდებოდეს, როგორც "მშობელი" და "ბავშვი".
ასევე უნდა გამოიყენებოდეს სიტყვა Sibling რომელშიც ძმაც იგულისხმება და დაც, სქესის აღნიშვნის გარეშე.
დედინაცვალი, მამინაცვალი, შეძენილი მშობლები შესაბამისად – stepmother, stepfather, stepparent…
ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ერქმევა: დედას-დედა, კაცს-კაცი!!
ვისაც დეგენერატულ-ავადმყოფური იდეები გკლავთ, რომ დედა და მამა მოვიხსენიოთ, როგორც: მორალურად დეგრადირებულებს უნდათ: მშობელი1 და მშობელი2, უმორჩილესად გთხოვთ: თქვენით დატოვოთ ჩემი სამეგობრო
მე ვიყვე ცუდი, ბნელი, უწიგნური, ღრუზინი და მაგ ლოღიკით თქვენ იყავით: ნათელი, მწიგნობარ-ლიბერალნი ოღონდ ჩემს სივრცეს არ გაეკაროთ.
საერთოდ სხვადასხვა მხარეს ვართ: მე და ეს ფსევდო-ლიბერალიზმი… მეეჭვება, მარტო ვიყვე", - წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.