თეგებით ძიება

"მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ" - გერმანიის საელჩო

გერმანიის საელჩო საქართველოში არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, რის მაგალითსაც ბერლინის კედლის დაცემა წარმოადგენს. 

საელჩოს განცხადების თანახმად, "თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ". 

"მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში.

გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის.

დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ - ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში," - წერია საელჩოს განცხადებაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა