თეგებით ძიება

„ვმუშაობთ, რომ გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომლითაც მოხდება მძიმე სატვირთო მანქანების წონის დაფიქსირება“

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები“ - ამის შესახებ „პირველი არხის“ ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა და გზების მოვლა-შენახვის პროცესში სახელმწიფო კომპანიის ჩართვის საკითხზე ისაუბრა.

სოხაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საავტომობილო გზებისთვის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობაა. როგორც მანვე აღნიშნა, აღნიშნული სასწორები სატვირთოების წონის დაფიქსირებას უზრუნველყოფს.

„აქტიურად ვმუშაობთ სასწორების თემაზე, რომ გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომლითაც მოხდება მძიმე სატვირთო მანქანების წონის დაფიქსირება. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გზებისთვის არის გადატვრითული სატვირთო ავტომობილების მოძროაბა, რომელიც აზიანებს გზებს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ „პირველი არხის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა