თეგებით ძიება

ქირაობა თუ ყიდვა - მითები და რეალური რიცხვები

საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი აზრი, რომ „ქირა ფულის წყალში გადაყრაა“. თუმცა, თუ ამ საკითხს ემოციების გარეშე, მხოლოდ ფინანსური გათვლებით შევხედავთ, სურათი შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მოდით, გავარკვიოთ, რა უფრო მომგებიანია თქვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.

ქირაობა - მოქნილობა თუ ხარჯი?

საქართველოში ქირის ბაზარი არასტაბილურია, მაგრამ გაქირავებას თავისი მკაფიო ლოგიკა აქვს.

  • უპირატესობები: მთავარი პლიუსი დაბალი „შესვლის ბარიერია“. არ გჭირდებათ დიდი კაპიტალი - საკმარისია პირველი და ბოლო თვის გადასახადი. გარდა ამისა, ინარჩუნებთ მობილურობას: შეგიძლიათ მარტივად შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი სამსახურის, მეზობლების ან უბრალოდ სურვილის მიხედვით, ყოველგვარი გრძელვადიანი საბანკო ვალდებულებების გარეშე.
  • ნაკლოვანებები: მთავარი რისკი ფასების ცვალებადობაა - ბაზარზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მეპატრონეს ქირის გაძვირება შეუძლია. გარდა ამისა, რამდენი წელიც არ უნდა იცხოვროთ ნაქირავებში, ეს უძრავი ქონება თქვენი არასდროს გახდება, რაც ფაქტობრივად ხარჯს ნიშნავს და არა ინვესტიციას.

საქართველოში საკუთარი სახლი ფინანსური სტაბილურობის მთავარ სიმბოლოდ ითვლება.

  • უპირატესობები: იპოთეკური სესხი, პრაქტიკულად, იძულებითი დანაზოგია. თქვენ არ ყრით ფულს, არამედ ეტაპობრივად გამოისყიდით საკუთარ აქტივს. ისტორიულად, უძრავი ქონება საქართველოში ფასს ინარჩუნებს და ზრდის კიდეც, რაც ინფლაციისგან დაზღვევის ეფექტური მეთოდია. ამას ემატება ფსიქოლოგიური სიმშვიდე - თქვენ ხართ მესაკუთრე და გყავთ ფიქსირებული, პროგნოზირებადი გადასახადი
  • ნაკლოვანებები: მთავარი სირთულე საწყისი შენატანია (ბინის ღირებულების 15-20%), რომლის დაგროვებაც ბევრისთვის პრობლემაა. ასევე, ეს არის გრძელვადიანი ფინანსური პასუხისმგებლობა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს: უძრავი ქონება ლიკვიდურია - კრიზისულ სიტუაციაში ბინის რეალიზაცია ყოველთვის შესაძლებელია.

როდის რომელი ავირჩიოთ?

თუ ამ ორი ვარიანტის შედარებას მარტივ ენაზე გადმოვთარგმნით, რეალობა ასეთია:

ბინა უნდა იქირაოთ მაშინ, თუ თქვენი შემოსავალი სეხის აღებას არ ჰყოფნის და მითუმეტეს საწყისი შენატანის თანხა არ გაქვთ. ასევე, თუ უახლოეს 2-3 წელიწადში თქვენს საცხოვრებელ ადგილს ან სამომავლო გეგმებს ზუსტად ვერ განსაზღვრავთ.

ბინა უნდა იყიდოთ მაშინ, თუ საწყისი შენატანის თანხა და სტაბილური შემოსავალი გაქვთ. ასევე, სესხის ყოველთვიური ხარჯი დიდად არ აღემატება ქირის თანხას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა