რამდენი ბინაა საქართველოს ზღვისპირეთში და რომელ ქალაქებშია კვ.მ ყველაზე ძვირი?
ქობულეთში ბინებზე მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია, ხოლო შემდგომ დასტაბილურდა. ამის მიუხედავად, გასაყიდ ფასებში საგრძნობლად ზრდადი ტენდენციები შეიმჩნევა და ბოლო მონაცემებით, კვადრატულ მეტრზე $1,100-ს აღწევს - ამის შესახებ თიბისი კაპიტალმა კონფერენცია "გრემოზე“ ისაუბრა.
საქართველოს სანაპირო ზოლის ტენდეციებზე საუბრისას, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ განაცხადა, რომ ქობულეთში 2020 წელს ფასი კვ.მ-ზე 525$, 2023 წელს 937$, ხოლო 2025-ში 1 060$ ღირდა. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებლებს ფასი 1 096$-ია.
2020 წელს ქობულეთში სულ 316 ბინა გაიყიდა, 2023-ში - 969, 2025-ში - 672. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი სულ 139 ბინის ტრანზაქცია დარეგისტრირდა.
ფოთში გაყიდული ბინების რაოდენობა უმეტესწილად სტაბილური დინამიკით ხასიათდება. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, 2023-2024 წლებში მკვეთრი ზრდის შემდგომ კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი $500-ის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 5 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, წლიურად ფოთში 400-დან 600 ბინამდე იყიდება.
ზღვისპირეთში არსებული საბინაო ფონდი და საშუალო ფასი.
ბათუმი:
- ბინების რაოდენობა - 70,000
- მიმდინარე საწყისი ფასი $1,988
ქობულეთი:
- ბინების რაოდენობა - 10,458
- მიმდინარე საწყისი ფასი $1,545
გონიო:
- ბინების რაოდენობა - 3,605
- მიმდინარე საწყისი ფასი $2,884
ჩაქვი:
- ბინების რაოდენობა - 2,636
- მიმდინარე საწყისი ფასი $1,776
კვარიათი:
- ბინების რაოდენობა 360
- მიმდინარე საწყისი ფასი $2,225
შეკვეთილი:
- ბინების რაოდენობა - 273
- მიმდინარე საწყისი ფასი $1,532
ურეკი:
- ბინების რაოდენობა - 263
- მიმდინარე საწყისი ფასი $1,950
ფოთი:
- ბინების რაოდენობა - 159
- მიმდინარე საწყისი ფასი $867
როგორც კონფერენცია "გრემოსთვის“ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, 2023-2025 წლებში აჭარა და გურიას წლიურად საშუალოდ 2.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც მთელი ნაკადის 40%-ზე მეტს შეადგენს.
მონახულებადი ადგილების მიხედვით 2023-2025 წწ-ში ვიზიტორების რაოდენობა ურეკში 41%-ით, ხოლო ქობულეთში 19%-ით გაიზარდა.
2025 წელს ბათუმის აეროპორტში რეისების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა (+88%).