"მთავარია, საშემოდგომო ენერგია გაზაფხულზე არ შემოგვეფლანგოს. "ბებერი ხარის რქებიც ხნავსო" - დავით ბერძენიშვილი
"რესპუბლიკელების" ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ბიძინას "წასვლა" კობახიძის "მოსვლამ" რომ უნდა "გადაგვატანინოს", მაგარი მდარე რამეა.
30 წლის წინანდელი "ბოიკოტი საბჭოთა არჩევნებს" და " ძირს ლიტვური გზა" ვისაც გაგახსენდათ ამ თვეებში, მესმის თქვენიც.
კია გაწელილი, მოსაწყენი ეს ქართული "ზასტოი".
მაგრამ..." მაინც წინ მივალ, მაინცა"...
მთავარია, საშემოდგომო ენერგია გაზაფხულზე არ შემოგვეფლანგოს.
"ბებერი ხარის რქებიც ხნავსო", - წერს ბერძენიშვილი.