დაანებეთ თავი ამ "მახინჯ მოდას" - D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ ინიშნება - ექიმი
ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს:
"პაციენტი - ახალგაზრდა ქალი ოჯახის ექიმის დანიშნულებით 2ჯერ მიიღო D ვიტამინი "საპროფილაქტიკოდ" - 50 000 IU (ერთეული), ანალიზი გარეშე, ამ პერიოდში წაგადგებაო (მამონტის დოზა, დღიური მისაღები ნორმაა 600-800IU)
პაციენტს დაეწყო მწვავე ურტიკარია (ჭინჭრის ციება) რავიცი რა უნდა ვთქვა უკვე აღარ ვიცი, ეს ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.
კიდევ ერთხელ!!!
D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ ინიშნება, მხოლოდ და მხოლოდ 2 წლამდეა მისი მიღება რეკომენდებული რაქიტის პრევენციის მიზნით.
არ არსებობს რეკომენდაცია დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომ D ვიტამინი უნდა იქნას დანიშნული პროფილაქტიკის მიზნით თუ ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული მისი ნაკლებობა (>20ნგ/მლ - ნორმა).
დაანებეთ თავი ამ "მახინჯ მოდას", ამით პაციენტს სარგებელი არ ექნება და პოტენციურად შეიძლება ავნოთ.
D ვიტამინის მოჭარბებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს - ტოქსიკოზი, ურტიკარია, ჰიპერკალცემია, თირკმელებში კენჭები, სისხლძარღვებში კალციფიკატები, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ასე შემდეგ", - წერს ექიმი.
მედიკოსი სოციალურ ქსელში სურათებსაც აქვეყნებს.