"ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს და აჩენს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას" -გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გავიდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმაზე მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდას, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატული პოლიტიკური ძალებისთვის, რადგან ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს და აჩენს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას.
ამიტომ, პრაქტიკული პოლიტიკის გაგებით, გაუგებარი იქნება პარტიების შემდგომი გაჯიქება", -წერს ფეისბუქზე ხუხაშვილი.