მეფე წავიდა პოლიტიკიდან! მეც, მისი უღალატო თანამებრძოლი, ვასრულებ პოლიტიკურ აქტივობას - ლუკა კურტანიძე
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პარტია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თავადაც ასრულებს პირობას და პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
„ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა, სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდზე როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული მისი იდეით.
საუკუნეების მანძილზე.... ქართული ოცნების ასრულების ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი!!! ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად 12 წელის შემდეგ, მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან ....
არცერთი, პარტიის განცხადება იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა იქ მე, ლუკა ელდარი კურტანიძე არ ვიქნები! არც ფიზიკურად და არც განცხადებით! ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან... რადგან, ვთვლი რომ ჩემი მისია, თუნდაც სიცოცხლის ფასად ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ისეთი ფორმით როგორც ვმოქმედებდი,ამოიწურა!
რამოდენიმე წლის წინ, ინტერვიუში ვთქვი, როცა ერის კაცი, ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მეც მისი უღალატო თანამებრძოლი და მეგობარი ლუკა ელდარი კურტანიძე დავასრულებ პოლიტიკურ აქტივობას. ...! დიახ, დღეს ეს დროც დადგა...!
მადლობა უფალს და თითოეულ იმ ადამიანს ვინც იყო იმედი, ძალა და ნუგეში ყოველი ხვალინდელი დღის,! მადლობა ვისაც სჯეროდა ჩემი გულწრფელი სუფთა ბრძოლის სამშობლოსთვის! დიახ მე როგორც წლების წინ ვიყავი შემრიგებელი გამაერთიანებელი ყველასთვის იქ ვბრუნდები! საქართველოს გამარჯვების სიხარულით გავაერთიანებ ყველას... გავზრდი მომავალ თაობას სადაც ძმობა ურთიერთ გატანა და სამშობლო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული იქნება!
ვიქნები იმ სფეროში, სადაც ყველას სიყვარულით სავსე მსახური ვიქნები! მე ასეთი ერთგულება მასწავლა უფალმა! ხვალ ნათლისღებაა და ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ადამიანს, მეგობარს თუ მოწინაღმდეგეს, მუხლმოყრილი შენდობას ვითხოვ და გწამდეთ თქვენი მსახური ვიქნები ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის!
შიგნით გულში და სულში ვილოცებ და საქმით, ქმედებით ყველასთვის, მიუხედავად მათი პარტიულობისა, პოლიტიკური მრწამსისა თუ აზრთა სხვადასხვაობისა, რომ ასრულდეს ჩვენი ერისთვის, იდეა! რომელსაც ჰქვია და მყარი საძირკველი ჩაუყარა ერის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა ასრულდეს ყველასთვის ..... ქართული ოცნება.....! ამინ..... გამარჯვებული მივდივარ საერთო გამარჯვებისთვის!“, – წერს ლუკა კურტანიძე.