თეგებით ძიება

სკანდალი - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ

ვინც "ოცნების" დეპუტატს, გიორგი ვოლსკის , დაბადების დღეს მიულოცავს საჩუქრად 10 ქულას მიიღებს - სტუდენტური პარლამენტის წევრების ნაწილმა დღეს სოციალურ ქსელში საერთო ჩატის მიმოწერა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ითხოვს მათი კურატორი, "ქართული ოცნების" დეპუტატს დაბადების დღე მიულოცონ და ამის დამადასტურებელი ფაქტი , "სქრინები", გაუგზავნონ.

ვოლსკი ადასტურებს, რომ სტუდენტური პარლამენტის წევრებისგან მილოცვები მიიღო და მისთვის გაუგებარია, რატომ ამოიჩემა მედიამ სტუდენტური პარლამენტი.

"სტუდენტური პარლამენტის წევრებსაც ვიცნობ და უამრავ სხვა ახალგაზრდას, უამრავ სხვადასხვა გაერთიანებაში და თუკი ფეისბუქს გაშლით ნახავთ მილოცვასაც და რატო ამოიჩემეთ სტუდენტური პარლამენტი, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. ისე ვინც მომილოცა, მათ შორის სტუდენტურ პარლამენტს ხაზგასმით მინდა გადავუხადო მადლობა", - ამბობს გიორგი ვოლსკი.

სკანდალი - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ



newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა