თეგებით ძიება

სოტბის აუქციონზე ქართული ხელოვნება რუსული არტის სახელით იყიდება - თემო გოცაძე

სოტბის აუქციონზე ქართული ხელოვნება რუსული არტის სახელით იყიდება, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო მხატვარი, თემო გოცაძეწერს.

"სოტბის აუქციონის ვებ გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ დეკემბერში გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი მხატვრები თანდათან იპყრობენ საერთაშორისო სააუქციონო სივრცეებს, მაგრამ გრძელდება ტენდენცია იმისა, რომ დაწყებული ფიროსმანიდან დღემდე ქართული ხელოვნება იყიდება რუსული არტის სახელით. ეს პრობლემა გრძელდება უკვე 30 წელია და სამწუხაროდ სამინისტრო უმოქმედოა. მიმაჩნია, რომ 2 ორგანიზაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო ვალდებულია ჰქონდეს რეაქცია რუსეთის მსგავს ექსპანსიაზე. ეს არის კულტურის საერთაშორისო პოლიტიკა, სადაც რეალურად დღეს ვცხადდებით რუსულ ხელოვნებად!", - წერს ფეისბუქზე გოცაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა