გთხოვთ, ერთად გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები - გურამ შეროზია საზოგადოებას 9 წლის გივიკოს დახმარებისკენ მოუწოდებს
ბლოგერი გურამ შეროზია საზოგადოებას 9 წლის გივიკოს დასახმარებლად გაერთიანების თხოვნით მიმართავს.
"მინდა მოგიყვეთ 9 წლის გივიკოზე არც თუ ისე ლამაზი ისტორია.
გივიკო ამ სახლში ცხოვრობს დედასთან, 2 ძმასთან და ბებოსთან ერთად.
სანამ სახელმწიფო ამ ფართს გადასცემდა, ოჯახი ტრიალ მინდორში პარკებისგან შეკრულ სახლის მაგვარ სივრცეში ცხოვრობდა.
ამ სახლში ისე ცივა, როგორც გარეთ, არანაირი პირობა არაა, მეტიც გარეთ უფრო კარგად იგრძნობს ადამიანი თავს ვიდრე შიგნით...
თვის ბოლოს უნდა დავიწყოთ გივიკოს სახლის რემონტი და ვიცი ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ.
გივიკოს ძმებიც არასრულწლოვნები არიან, მისმა უფროსმა ძმამ იშოვა შავი მუშის სამსახური და ძმებს, დედას, ბებოს მინიმალური შესაძლებლობებით ეხმარებოდა, თუმცა ხელი ძალიან დაიზიანა და სამწუხაროდ უჭირს ბავშვს მუშაობა, ან როგორ შეიძლება არასრულწლოვანი ასეთ დღეში მუშაობდეს.
გივიკოს დედას ნერვიულობისგან, გაჭირვებისგან და ასეთი ყოფისგან მძიმე ფორმის ნევროზი აქვს და შრომისუნარიანი ფიზიკურად არ არის, ბებია მოხუცია ბავშვები კი არასრულწლოვნები.
ჩვენ რითიც შეგვიძლია საკვებით ვეხმარებით ამ ბავშვებს, მობილურიც ვუყიდეთ თუმცა ეს საკმარისი არაა...
გთხოვთ ერთად გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები ისე როგორც ეს ბადრის შემთხვევაში გავაკეთეთ.
ამ ეტაპზე, ქართული პოკერის ფორუმის დასპონსორებული 1000 ლარია გივიკოსთვის ანგარიშზე.
დაგვემატეთ ჯგუფში და შევძლოთ შეუძლებელი - ერთად!
www.facebook.com/groups/500165997572187/?ref=share", - წერს გურამ შეროზია.