თეგებით ძიება

"მეც დამაყარეს თავზე ნაგავი, ჩინოვნიკს საყვედურიც კი არ გამოუცხადეს - " - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის, 3 წლის წინ თავზე ნაგავი მაღალჩინოსანმა გადააყარა. ამის შესახებ მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მეც დამაყარეს თავზე ნაგავი

ჰო, 3 წლის წინ, გორის მერიასთან, ჩინოვნიკმა, მაღალი თანამდებობის პირმა!

2 წელი მიდიოდა სასამართლო და მიხვდით ხო როგორ დასრულდა?
მოძალადე სრულად გამართლდა! საყვედურიც კი არ გამოუცხადეს, სიტყვიერი შენიშვნაც კი არ მისცეს!

ამ საქმეს რომ ასე არ დავტოვებ და საფლავამდე ჩავყვები ეგ ერთი თემაა, მაგრამ იგივე განმეორდა დღეს ბათუმში!
უბრალოდ აქ პირიქით იყო, გაბრაზებულმა და იმედგაცრუებულმა მოქალაქემ მოღალატე დეპუტატს ჩამოამხო ურნა თავზე!
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო დამნაშავე და ვინ არა!! ეს ფაქტი ადასტურებს რომ ქვეყანაში იდიდესი ბრაზია დაგროვებული და ეს ბრაზი უკვალოდ არ ქრება!

ბრძოლა ბოლომდეა საჭირო, თუმცა მე, ალბათ ისე როგორც ძალიან ცოტამ ვიცი, რომ ეს არაა კარგი საქციელი!
თავზე ნაგვის დაყრა არის ძალადობა, ბინძური მეთოდებით ძალადობა და ასეთი ფორმების გარეშე უნდა შევძლოთ მოძალადე სისტემაზე გამარჯვება!", - წერს ფეისბუქზე მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელმა, თავზე ნაგავი გადააყარა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა