თეგებით ძიება

ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმეს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა, სადაც გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ. პროცესს თავად გვარამია არ ესწრებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა